რუსეთი ევროპის დასაშანტაჟებლად ენერგორესურსებს იყენებს - ზელენსკი
რუსეთი ევროპის დასაშანტაჟებლად ენერგორესურსებს იყენებს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება, შეუწყვიტოს პოლონეთსა და ბულგარეთს გაზით მომარაგება, აჩვენებს, რომ ევროპაში "ვერავის ექნება რუსეთთან ნორმალური ეკონომიკური თანამშრომლობის შენარჩუნების იმედი".
"რუსეთი იარაღად მიიჩნევს არა მხოლოდ გაზს, არამედ ნებისმიერი სახის ვაჭრობას. ის უბრალოდ ელოდება მომენტს, როდესაც ამა თუ იმ სავაჭრო ზონის გამოყენება შეეძლება". - ამბობს ზელენსკი.