ამ დანგრეულ, შავ სახლებში ჩემს ოჯახს ვხედავ - გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა

28.04.22 12:25
ამ დანგრეულ, შავ სახლებში ჩემს ოჯახს ვხედავ - გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში კიევშია - მაღალჩინოსანი  რუსებისგან გათავისუფლებულ ქალაქებს, მათ შორის ბოროდიანკას ეწვია.

გუტიერეშმა საკუთარი თვალით ნახა პუტინის სისასტიკე და აღნიშნა, რომ როცა დანგრეულ შენობებს ხედავს, წარმოიდგენს მის ოჯახს ერთ-ერთ სახლში, რომელიც ახლა შავი და დანგრეულია, ხედავს მის შვილიშვილებს, რომლებიც პანიკაში არიან და გარბიან.

როდესაც ამ განადგურებულ შენობებს ვხედავ, ჩემს ოჯახს წარმოვიდგენ ერთ-ერთ ამ ბინაში, რომელიც ახლა დანგრეული და შავია. ვხედავ ჩემს შვილიშვილებს, როგორ გამორბიან პანიკით, ომი აბსურდია 21-ე საუკუნეში - ომი ბოროტებაა და როცა ამ სიტუაციებს ვხედავთ, რა თქმა უნდა, ჩვენი გული რჩება მსხვერპლებთან, ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს. მაგრამ ჩვენი ემოციები - არ არსებობს, რომ ომი მისაღები იყოს", - თქვა მან.

გუტერეში დღეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. 

მსგავსი სიახლეები