ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს - არიან დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს წინააღმდეგ სარაკეტო შეტევა განახორციელეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია.
წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ორი სახლი. დარტყმა რუსული ავიაციის მიერ განხორციელდა, გამოყენებული იქნა X-55 ტიპის „ჰაერი-მიწა კლასის რაკეტები", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციია დეტალებს ამ წუთებშიც აზუსტებს.