რუსი სამხედროები ხოცავდნენ უკრაინელებს, რომლებიც ტყვედ ჩაბარებას ცდილობდნენ - ბეთ ვან შააკი

28.04.22 12:34
 რუსი სამხედროები ხოცავდნენ უკრაინელებს, რომლებიც ტყვედ ჩაბარებას ცდილობდნენ - ბეთ ვან შააკი

გვაქვს სანდო ცნობები, რომ რუსი სამხედროები ხოცავდნენ უკრაინელებს, რომლებიც ტყვედ ჩაბარებას ცდილობდნენ - ამის შესახებ საერთაშორისო სამართლის საკითხებში გაერო-ში ​აშშ-ის საგანგებო წარმომადგენლმა განაცხადა. 

ბეთ ვან შააკის განცხადებით,  ვაშინგტონს ასევე აქვს სანდო შეტყობინებები იმ ხალხის შესახებ, რომლებიც ზურგს უკან შეკრული ხელებით დახვრიტეს.

შააკი ამბბობს, რომ ცხედრებს  სხეულზე წამების კვალი ამჩნევიათ. 

მაღალჩინოსანი ამბობს, რომ აქვთ უტყუარი ინფორმაცია, ქალებსა და გოგონებზე სექსუალური ხასიათის ძალადობის შესახებ.