იქამდე ვიბრძოლებთ, სანამ სიცოცხლე ამის საშუალებას მოგვცემს- აზოვის ბატალიონის მეთაური

28.04.22 13:32
იქამდე ვიბრძოლებთ, სანამ სიცოცხლე ამის საშუალებას მოგვცემს- აზოვის ბატალიონის მეთაური

მოვუწოდებთ სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადამწყვეტი ქმედებისკენ- აზოვის ბატალიონის მეთაური აზოვსტალის ქარხნის ბუნკერიდან მიმართვას ავრცელებს და უკრაინის ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს. 

მისი განცხადებით, ხელმძღვანელობას მათთვის ქალაქის დატოვების ბრძანება  არ მიუცია, ამიტომ ისინი შეძლებისდაგვარად, დღემდე იცავენ მარიუპოლს.

კოლოსალური რაოდენობის სარაკეტო დარტყმა მოგვაყენეს, 50 საავიაციო ბომბი, ფოსფორის ბომბები, არტილერია და ყველაფერი, რაც ბარბაროსს შეუძლია, გამოიყენოს კაცობრიობის წინააღმდეგ.  ყველა სამხედროსთვის სიტყვა და მოქმედება ერთი და იგივეა. ამიტომ გვიჭირს იმის გაგება, რატომ გვპირდებიან და არ გვიკეთებენ. 

მოვუწოდებ სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადამწყვეტი ქმედებების განსახორციელებლად, ყველა იმ ადამიანის ევაკუაციისთვის, ვისაც სამშობლოს იმედი აქვს და სჯერა. მარიუპოლი კი არ არის უკრაინა, არამედ უკრაინაა მარიუპოლი.  იქამდე ვიბრძოლებთ, სანამდეც სიცოცხლე ამის საშუალებას მოგცემს - აცხადებს აზოვის მეთაური.

მსგავსი სიახლეები