ბუნდესტაგმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო

586 მომხრე და 100 წინააღმდეგი, ხოლო 7-მა თავი შეიკავა- გერმანიის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი იუწყება.
ბუნდესტაგის დეპუტატებმა სხდომაზე მოითხოვეს, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღება რაც შეიძლება, უმოკლეს ვადაში მიეწოდოს. თუმცა, პარლამენტარებმა ასევე განაცხადეს, რომ ამ ფაქტმა გერმანიის თავდაცვიუსუნარიანობა არ უნდა შეასუსტოს.