ჩვენ თავს დავიცავთ, რისთვისაც რუსულ საწყობებსა და ბაზებს გავანადგურებთ- მიხაილ პოდოლიაკი

28.04.22 14:31
ჩვენ თავს დავიცავთ, რისთვისაც რუსულ საწყობებსა და ბაზებს გავანადგურებთ- მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინა რუსული აგრესორისგან ყველანაირი გზით დაიცავს თავს, მათ შორის, რუსულ ბაზებსა და საწყობებზე თავდასხმით - ამის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ მსოფლიომ აღიარა უკრაინის უფლება, რომელიც უკვე 64-ე დღეა, თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. 

უკრაინა თავად გადაწყვეტს, შეუტიოს თუ არა რუსულ სამხედრო ობიექტებს- ეს თქვა აშშ-ის გენმდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

რუსეთი თავს დაგვესხა, ყოველდღიურად კლავს ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას. ამიტომაც თავს დავიცავთ ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის, რუსულ ბაზებსა და საწყობებზე თავდასხმით. ეს ჩვენი უფლებაა, რომელსაც მსოფლიო აღიარებს - განაცხადა პოდოლიაკმა.

~

მსგავსი სიახლეები