ჩვენ არა მხოლოდ უკრაინას, ასევე პოლონეთს, ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, მოლდოვასა და საქართველოს ვიცავთ - „აზოვის“ მეთაურის მოადგილე

"დარწმუნებულები ვართ, რომ ვიცავთ არა მხოლოდ უკრაინას, ასევე პოლონეთს, ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, მოლდოვასა და საქართველოს", - ამის შესახებ „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.პალამარი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის დახმარებას ითხოვს. მან საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაერო, წითელ ჯვარს, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მისი თქმით, რუსი სამხედროები მათ გამუდმებით ბომბავენ, თუმცა ქალაქი ოკუპანტების არ არის.
რა თქმა უნდა, ჩვენი რესურსები უსასრულო არ არის და ისინი სულ უფრო მეტად მცირდება ინტენსიური ბრძოლის ყოველ გასულ დღესთან ერთად. ვითარება რთულია, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება“, - განაცხადა პალამარმა.
„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე 500 მეტი მებრძოლის დაჭრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, მისი განცხადებით, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.
"არ გვაქვს პირობები მათი მკურნალობისთვის, საჭიროა რთული ოპერაციების ჩატარება. მედიკამენტები იწურება, ასევე საკვები და წყალი“,- განაცხადა პალამარმა.
„აზოვის“ მებრძოლის თქმით, მსოფლიომ უნდა გაიაზროს რუსეთისგან მომავალი საფრთხე და შეწყვიტოს რბილი დამოკიდებულება მოსკოვისადმი.