არ მსურს, ჩემი გვარი რუსეთის ბოროტმოქმედ პრეზიდენტთან ასოცირდებოდეს - ლატვიელი სპორტსმენი გვარს იცვლის

28.04.22 14:50
არ მსურს, ჩემი გვარი რუსეთის ბოროტმოქმედ პრეზიდენტთან ასოცირდებოდეს - ლატვიელი სპორტსმენი გვარს იცვლის

ცნობილმა ლატვიელმა სპორტსმენმა, კრისტენს პუტინსმა, რუსეთ- უკრაინის ომის გამო გვარის შეცვლა გადაწყვიტა.

სპორტსმენი აღნიშნავს, რომ არ სურს მსგავსება აგრესორი ქვეყნის დამნაშავე პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.

ჩემი პოზიცია უკავშირდება იმ ფაქტს, რომ არ მსურს, ჩემი და ჩემი შვილები ასოცირდებოდნენ რუსეთის ბოროტმოქმედ პრეზიდენტთან.

ახლა მიმდინარეობს ოკუპაცია, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში- ეს სერიოზული დანაშაულია, რომელსაც მხარს არ ვუჭერ. დაუშვებელია, 21-ე საუკენეში ევროპაში ომის გაჩაღება.- განაცხადა კრისტენსმა.