3 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ბავშვი - აგრესორებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

3 გარდაცვლილი და მათ შორის, ერთი ბავშვი - ასეთია რუსი აგრესორების მიერ ზაპოროჟიეში განხორციელებული შეტევის შედეგი.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულმა ავიაციამ X-55 ტიპის რაკეტები გამოიყენა. აგრესორების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა გახდა-ზაპოროჟიეში დანგრეული და მიწასთან გასწორებულია 2 საცხოვრებელი სახლი.
სამძებრო სამუშაოები ქალაქში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.