უკრაინის მხრიდან რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა ლეგიტიმურია - ბრიტანეთის თავდაცვა

იმ სიტუაციაში, როცა რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს უკრაინაში, ლეგიტიმურად მიგვაჩნია, თუ კიევი დასავლეთის მიერ მიწოდებულ შეიარაღებას რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების დასაბომბად გამოიყენებს - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ბენ უოლესმა, განაცხადა.
არ გვაქვს რაიმე მტკიცებულება, რომ რუსეთში თავდასხმა უკრაინის მიერ იყო მოწყობილი. მაგრამ თუ უკრაინამ ლოჯისტიკური ცენტრები აირჩია სამიზნედ, ეს ლეგიტიმური იქნება.
თუ ასეც მოიქცნენ, უკრაინას ჯერ არ აქვს ბრიტანული იარაღი, რომლითაც შეტევას განახორციელებენ.
რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა ლეგიტიმურია. - განაცხადა ბენ უოლესმა.