გადაეცეს უკრაინას რუსი ოლიგარქების ქონება - ამერიკის პრეზიდენტის ახალი ინიციატივა

აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა- რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ქონება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადაირიცხოს. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნული პაკეტი შექმნის ახალ შესაძლებლობას რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაციისთვის და ხელს შეუწყობს ამერიკის ხელისუფლებას, მიღებული თანხები უკრაინის დასახმარებლად მიმართოს - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, აშშ-ს შეუძლია, სანქციების დარღვევით მიღებულ მოგების კონფისკაცია მოახდინოს, თუმცა, სამართალდამცველ ორგანოებს ოლიგარქებისთვის ქონების ჩამორთმევის უფლება არ გააჩნიათ.