იდენთიფიცირებულები არიან რუსი ჯალათები, რომლებმაც ბუჩაში მოსახლეობა აწამეს და მოკლეს
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქალაქ ბუჩაში მოწყობილი სისასტიკეში დამატებით რამდენიმე რუსი ჯარისკაცი ამხილა - ჩამდენი უკრაინის გენპროკურორის, ირინა ბენედიქტოვას თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ომის კანონების დარღვევაში მხილებული არიან:
უმცროსი სერჯანტი ვიაჩესლავ ლავრენტიევი;
რიგითი გრიგორი ნარიშკინი;
რიგითი ვასილი კნიაზევი;
ეფრეიტორი სემიონ მალცევი;
რიგითი სერგეი პესკარევი;
რიგითი ალბერტ რადნაევი;
ეფრეიტორი მიხეილ კაშინი
ეფრეიტორი ანდრეი ბიზიაევი
ეფრეიტორი დიმიტრი სერგიენკო;
სერჟანტი ნიკიტა აკომოვი.
ქალაქ ბუჩას ოკუპაციის დროს სწორედ ამ სამხედროებმა აიყვანეს ტყვედ უიარაღო სამოქალაქო პირები, არ აძლევდნენ საკვებსა და წყალს, აყენებდნე მუხლებზე და შეკრული ხელებით, დასცინოდნენ და კლავდნენ მათ.
უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, რუსი სამხედროები სცემდნენ სამოქალაქო პირებს, უტყამდნენ წიხლებს მუცლის არეში. გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნული პირები ძარცვავდნენ სახლებსაც.