უკრაინამ ხარკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტებზე კონტროლი აღადგინა

28.04.22 20:28
უკრაინამ ხარკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტებზე კონტროლი აღადგინა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუტუზოვკაზე კონტროლი დაამყარეს, ასევე რამდენიმე მიმართულებით მტრის შეტევა შეაკავეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ადასტურებს.

მტრის დანაყოფებმა დაიწყეს შეტევა ბრაჟკოვისა და დოვგენკოვიოს მიმართულებით, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს, დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს. ოკუპანტებს სურდათ, კონტროლზე აეყვანათ ობიექტები კამიშევახთან.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღადგინეს კონტროლი კუტუზოვკაში. 

მტრის განსაკუთრეებული გააქტიურება იგრძნობა სლობოჟანსკისა და დონეცკის მიმართულებით- ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები