ცხელი წერტილი ლუგანსკია - ოკუპანტებმა ქალაქებზე იერიში 10-ჯერ მიიტანეს

29.04.22 10:23
ცხელი წერტილი ლუგანსკია - ოკუპანტებმა ქალაქებზე იერიში 10-ჯერ მიიტანეს

ლუგანსკი ისევ ცხელ წერტილად რჩება.  ოკუპანტებმა იერიშები სევეროდონეცკზე, ლისიჩანსკზე, გორნოეზე, პრივოლიესა და პოპასნაიაზე მიიტანეს. გრძელდება ბრძოლები ორეხოვოზეც.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, მტერმა ლისიჩანსკი 4-ჯერ, ხოლო პოპასნაია 2-ჯერ დაბომბა. მისივე თქმით, გორნოეში სროლები არ წყდება. ყველგან სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა და საცხოვრებელი სახლებია. 

ორეხოვოსა და სვეტლიჩნიში მტერი უკრაინის ჯარეებზე შტურმს არაერთგზის შეეცადა. ჩვენი სამხედროები საკადრის პასუხს სცემენ, თუმცა რუსები დასახლებულ პუნქტებზე ცეცხლს ყველა არსებული იარაღიდან ხსნიან, ანადგურებენ სახლებს და ინფრასტრუქტურას, იქ წყლის, დენის და გაზის აღდგენა უკვე შეუძლებელია, - ამბობს სერგეი გაიდაი.