აშშ-ს კონგრესი უკრაინის დასახმარებლად რეკორდული თანხის გამოყოფას გეგმავს

29.04.22 10:37
აშშ-ს კონგრესი უკრაინის დასახმარებლად რეკორდული თანხის გამოყოფას გეგმავს

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს. ჯო ბაიდენის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელიც ომში მყოფი ქვეყნისთვის 33 მლრდ. დოლარის გამოყოფას გულისხმობს, კონგრესი მზადაა. ინფორმაციას ფედერალური ორგანოს  წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა განაცხადა. 

პელოსის თქმით, აშშ მზადაა უკრაინის აუცილებელი დახმარება გაუწიოს, მათ შორის, თავდაცვის, ეკონომიკის და ჰუმანიტარული საჭიროებების სფეროში. 

მისივე ცნობით, კონგრესი ახლა ბევრი მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობს. ამასთან, ეჭვგარეშეა, რომ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება. 

უკრაინასთან წამოწყებული ომის გამო კონგრესი ასევე, მზადაა რუსი ჩინოვნიკების და ოლიგარქების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. 
 

მსგავსი სიახლეები