პუტინის შურისძიება კიევზე - ოკუპანტებმა ქალაქი გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს დაბომბეს

29.04.22 10:54
პუტინის შურისძიება კიევზე - ოკუპანტებმა ქალაქი გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს დაბომბეს

პუტინის შურისძიება უკრაინის დედაქალაქზე  - ოკუპანტებმა კიევის ცენტრზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს.  რაკეტები ობიექტს და საცხოვრებელ სახლს მოხვდა, არიან დაშავებულები. ინფორმაციას უკრაინის მტავრობის წარმომადგენლები ავრცელებენ.

კიევის მერის თქმით, რაკეტები შევჩენკოვსკის რაიონში ჩამოვარდა. 

საღამოს კიევი დაბომბეს. შევჩენკონკოვსის რაიონში ორი რაიკეტა ჩამოვარდა. ყველა სამსახური ადგილზეა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება, - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ. 

მოგვიანებით კლიჩკომ ასევე დააზუსტა, რომ რაკეტა საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სართულებს მოხვდა. სამი დასავებული ჰოსპიტალიზირებულია. მიმდინარეობს ევაკუაცია. 

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხეილ პოდოლიაკის განცხადებით, ოკუპანტებმა კიევზე იერიშები იმ დროს მიიტანეს, როდესაც ქალაქში გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში იმყოფებოდა.

ჯერ კიდევ გუშინ ანტონიო გუტერეში კრემლში გრძელ მაგიდასთან იჯდა, დღეს კი მისგან კილომეტრის მოშორებით აფეთქებებია. მოსკოვის გზავნილია? შემახსენეთ, რატომ  იკავებს რუსეთი ამ დრომდე გაეროს უშიშროების საბჭოს სავარძელს?, - განაცხადა პოდილიაკმა. 

 

მსგავსი სიახლეები