"რუსეთმა გუტიერეშს ზურგში ესროლა" - არესტოვიჩი

29.04.22 11:07
"რუსეთმა გუტიერეშს ზურგში ესროლა" - არესტოვიჩი

გაეროს უშიშროების მდივნის ვიზიტის დროს კიევზე სარაკეტო იერიშებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი ოლექსეი არესტოვიჩი მოსკოვის შურისძიებად აფასებს. არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებით კრემლმა ანტონიო გუტიერეშს ზურგში ესროლა.

როგორ უნდა მოახდინოს ამაზე რაგირება გაეროს გენერალურმა მდივანმა ან ტავად გაერომ? ანუ მათ უბრალოდ ზურგშ ესროლეს და გასაგებია, რომ ეს არის შურისძიება მოსკოვზე მისი შეფასებისთვის იმის გამო, რაც მან თქვა, რომ ეს არის ომი და არა სპეცოპერაცია. იმის გამო, რომ რუსული არმია ომის დანაშაულებშია ჩართული. რუსეთის ფედერაციამ ამის გამო გუტიერეშს ზურგში ესროლა. განსხვავება სად იყო გუტიერეში და სად ჩამოგდეს რაკეტები, არ არსებობს. საინტერესოა, რუსეთი ფედერაცია დარჩება თუ არა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრად თუ კიდევ ერთხელ გადაყლაპავენ ამას?, - განაცხადა არესტოვიჩმა. 

ოკუპანტებმა კიევის ცენტრზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს.  შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. რაკეტები მტერმა ანექსირებული ყირიმის ტერიტორიიდან ისროლა. დაიბომბა ობიექტი და საცხოვრებელი სახლი.  არიან დაშავებულები. ინფორმაციას უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები ავრცელებენ.

ოკუპანტების იერიშების დროს უკრაინის დედაქალაქში ვიზიტით გაეროს უშიშროების მდივანი ანტიონი გუტიერეში იმყოფებოდა.