იერიშები ოდესაზე - უკრაინელებმა სამი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს
რუსეთის ახალი სამიზნე ოდესაა - ოკუპანტებმა ქალაქზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს. სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ამის მიუხედავად, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის სამი რაკეტის ჩამოგდება შეძლო.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ოდესისი რაიონის თავზე სამი რუსული რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც ჩვენი მშვიდობნიანი მოქალაქეები მოსაკლავად იყო გამოშვებული. მადლობა სამხედროებს უნაკლო მუშოაბისთვის, - განაცხადა ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ.
მარჩენკოს ცნობით, 27 აპრილს საღამოს, ოკუპნტებმა დრონის საშუალებით ტერიტორიის დაზვერვა სცადეს, თუმცა უკრაინელებმა ის ჩამოაგდეს.