"საჭიროა ეფექტური ჰუმანიტარული დერეფნები" - გაეროს გენერალური მდივანი

29.04.22 11:45
"საჭიროა ეფექტური ჰუმანიტარული დერეფნები" - გაეროს გენერალური მდივანი

მარიუპოლის მოსახლეობას ჯოჯოხეთის დასატოვებლად ეფექტური ჰუმანიტარული დერეფანი სჭირდებათ, - ამის შესახებ უკრაინაში ჩასულმა გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა.  ანტიონი გუტიერეშმა უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაგრძობს.

ჩვენ არ ვნებდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას. ასევე გავაგრძელებთ პრაქტიკულ ზომებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ადამიანთა ტანჯვის შესამცირებლად. ეფექტური ჰუმანიტარული დერეფნები, საომარი მოქმედებების ლოკალური შეწყვეტა, მშვიდობიანი მოსახლეობის და დაზარალებულებისთვის უსაფრთხო მარშრუტები. დღეს მარიუპოლის მოსახლეობას სწორედ ასეთი ნაბიჯი სჭირდება. მათ სამაშველო გზა სჭირდებათ ჯოჯოხეთის დასატოვებლად, - განაცხადა გუტიერეშმა.

მსგავსი სიახლეები