ოკუპანტებმა "აზოვსტალის" ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო საველე ჰოსპიტალი დაბომბეს - არის მსხვერპლი

29.04.22 12:47
ოკუპანტებმა "აზოვსტალის" ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო საველე ჰოსპიტალი დაბომბეს - არის მსხვერპლი

ოკუპანტებმა "აზოვსტალის" ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო საველე ჰოსპიტალი დაბომბეს. არიან დაჭრილები და დაშავებულები. ინფორმაციას "აზოვის" ბატალიონი ავრცელებს.

რუსები მთელი ღამის განმავლობაში მარიუპოლში, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო საველე ჰოსპიტალს, სადა დაჭრილი სამხედროები იმყოფებიან,  მრავალტონიან ავიაბომბებს მასობრივად ესროდნენ. ბომბებს ნებიმისმიერი ბეტონის დამცავი მოწყობილობის გარღვევა შეუძლია. შენობის დანგრევის შემდეგ  ისინი ნანგრევების დაბომბვას საზღვაო არტილიერიიდან განაგრძობნდნენ. დაჭრილი სამხედროებს შორის არიან დაღუპულები, ახლიდან დაჭრილები და კონტუზიამიღებულები, - იწუყება "აზოვი". 

მცველების ცნობით, მტრის იერიშების შედეგად შენობის ის ნაწილი დაინგრა, სადაც საოპერაციო ოთახი იყო განთავსებული. 

"აზოვში" მომხდარი ჟენევის კონვენციის მორიგ დარღვევად შეაფასეს. მათ  ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდეს მოახდინონ რაეგირება, რადგან რუსეთი  მარიუპოლის იმ მცველების განადგურებასაც ცდილობს, რომელთაც ხელში იარაღის ჭერა აღარ შეუძლიათ.