უცნაურია, რომ არახამია და პოდოლიაკი ამის დროს პოულობენ - სერგეენკო ივანიშვილის სანქცირებაზე
უკრაინას მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრს, დავით სერგეენკოს, უცნაურად ეჩვენება. მისი თქმით, ომში მყოფი ქვეყნის მთავრობას საქართაველოში ფსევდო ოლიგარქიული მმართგველობის განსახილველად არ უნდა ეცალოს.
ამ ვითარებაში მინიმუმ უცნაურია, რომ არახამია და პოდოლიაკი პოულობენ იმის დროს და იმის მოტივაციას, რომ განიხილონ საქართველოში ფსევდო-ოლიგარქიული მმართველობა. მე არ მინდა, რომ არაკორექტული ვიყო ამ ადამიანების მიმართ. ომში არიან და მათ ყველაფერი ეპატიებათ, მაგრამ უფრო რომ კონცერტრირდნენ თავისი ქვეყნის საკითხებზე, ჩვენც მეტი საშუალება გვექნება, რომ მხარში ამოვუდგეთ, - განაცხადა სერგეენკომ.
უკრაინა პრორუსი ოლიგარქების დეოლიგარქიზაციას ითხოვს. ომში მყოფი ქვეყნის მთავრობა დასავლეთს მოუწოდებს სანქციები პრორუს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს დაუწესდეს.