სარაკეტო იერიშები კიევზე - მაშველებმა ნანგრევებში ქალის ცხედარი ნახეს

კიევში, შევჩენკოს რაიონში, სადაც ოკუპანტებმა 28 აპრილს რაკეტები ისროლეს, დაღუპული ქალის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი ჟურნალისტია- ვერა გირიჩი რადიო "თავისუფლების" უკრაინულ ბიუროში მუშაობდა.
მეგობრებო, ახლახანს მაშველებმა, რომლებიც შევჩენკოს რაიონში ტერიტორიას საცხოვრებელი სახლის ნანგრევებისგან წმინდავენ, დაღუპულის ცხედარი იპოვეს, - ამბობს უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო.
ცოტა ხნის წინ მომხდართან დაკავშირებით ახსნა-განმარტებების გაკეთება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სცადა. მათი მტკიცებით, მათი თავდასმის სამიზნე თავდაცვის კომპანია "არტემის" საწარმო შენობები იყო.
28 აპრილის საღამოს კიევში, შევჩენკოს რაიონში, ქალაქის ცენტრში ოკუპანტებმა სარაკეტო იერიშები საცხოვრებლ სახლზე მიიტანეს. სახლი ახალაშენებული იყო და ბევრი მოსახლე არ ჰყავდა.
სარაკეტო იერიშების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, ჰოსპიტალიზირებულია 4.