უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტუდენტებს ოკუპანტებისთვის სისხლის ჩაბარებას აიძულებენ

29.04.22 13:53
უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტუდენტებს ოკუპანტებისთვის სისხლის ჩაბარებას აიძულებენ

ოკუპანტები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს რუსი სამხედროებისთვის სისხლის ჩაბარებას აიძულებენ.  საუბარია დონეცკსა და ლუგანკსში მცხოვრებ ახალგაზარდებზე. ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ავრცელებს.

ლუდმილა დენიოსოვას ინფორმაციით, ცნობილია იმ უმაღლესი სასწავლებლების სია, სადაც რუსი სამხედროების დონორობას ითხოვენ. აღნიშნულ სასწავლებლებში 700 მსგავსი  შემთხვევა გახდა ცნობილი. 

დენისოვამ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია აღნიშნული ქმედებით ჟენევის კონვენციას არღვევს. მისივე ცნობით, ოკუპანტებს სურთ, რუსი სამხედროებისთვის სისხლი უკრანელმა ტყვეებმაც ჩააბარონ.