ოკუპანტებმა დონეცკში ფოსფორის იარაღი გამოიყენეს

29.04.22 14:05
ოკუპანტებმა დონეცკში ფოსფორის იარაღი გამოიყენეს

ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში აკრძალული ფოსფორის იარაღი გამოიყენეს. რუსმა სამხედროებმა იერიში სოფელ სოლოვიევოზე მიიტანეს. ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

რუსებმა ფოსფორის ჭურვები ამჯერად სოფელ სოლოვიევოში გამოიყენეს. მტრის სამიზნე ისევ გახდა ლასტოჩკინოც. დაზიანებული საცხოვრებელი სახლი და მაღაზია, - ამბობს პაველ კირილენკო. 

კირილენკომ ასევე აღნშნა, რომ სროლები და აფეთქებები მთელი ღამის განმავლობაში მარინსკის და ავდეევკის მიმართულებებით ისმოდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. 

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაშ შეჭრის დღიდან დონეცკში 278 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 872 კი დაშავდა.