უკრაინას ამიერიდან შეუძლია, ცა ეფექტურად დაიცვას - კიევმა სლოვაკური С-300 მიიღო
უკრაინას ამიერიდან შეუძლია, ცა ეფექტურად დაიცვას, რადგან შეიარაღებაში უკვე მიიღო სლოვაკური სარაკეტო დანადგარი, С-300. აღნიშნულ მოწყობილობას შეუძლია, ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები.
უკრაინის სარაკეტო ჯარი, რომელმაც С-300 უკვე მიიღო, შეუდგა საბრძოლო დავალებების შესრულებას.
ვაგრძელებთ უკრაინის ცის დაცვას რუსი ,,ორკებისგან". С-300 ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ. ის კი ჩვენს უსაფრთხოებას კიდევ უფრო გააძლიერებს. ეს მოწყობილობა უკვე შეუდგა საბრძოლო დავალებების შესრულებას- ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული9 ძალების განცხადებაში.
ინსტრუქციის მიხედვით, С-300-ს შეუძლია 5-დან 150 კილომეტრის დაშორებით მყოფი მფრინავი ობიექტი ეფექტურად ჩამოაგდოს. ამასთან ერთად, არ აქვს მნიშვნელობა, რა სიშორეზე მიფრინავს სამიზნე, 10 მეტრზე, თუ 27 კილომეტრზე.