კრემლის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებს კრიპტოვალუტა დაუბლოკეს

29.04.22 14:35
კრემლის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებს კრიპტოვალუტა დაუბლოკეს

კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-მ კრემლის მაღალჩინოსნების ნათესავებს აქტივები გაუყინა.

კერძოდ, ბირჟამ აკაუნტი დაუბლოკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, გერს, პოლინა კოვალევას; კრემლის პრესპიკერის, დიმიტრი პესკოვის,  ქალიშვილს, ელიზავეტა პესკოვას და ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევის ვაჟს, კირილ მალოფეევს.

ეს უკანასკნელი შემჩნეული იყო ბირჟიდან ბიტკოინების მოპარვაში.

აღნიშნული პირები ვეღარ შეძლებენ კრიპტოვალუტით სარგებლობას- აღნიშნულია  Binance--ს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები