კრემლის პროპაგანდა ჩამოიშალა - მარიუპოლისთვის ბრძოლა გრძელდება

29.04.22 15:31
კრემლის პროპაგანდა ჩამოიშალა - მარიუპოლისთვის ბრძოლა გრძელდება

მარიუპოლისთვის ბრძოლა გრძელდება. რუსული პროპაგანდა, თითქოს ქალაქი ოკუპანტების ხელშია, ჩამოიშალა. ალყაში მყოფი ქალაქიდან გავრცელებულ კადრებში ქუჩის  ბრძოლები ჩანს. აზოვის ბატალიონის გადარჩენილი წევრები მარიუპოლის დათმობას არ აპირებენ და  ოკუპანტების იერიშების წარმატებით უმკლავდებიან,

ამის მიუხედავად, უმძიმესი ვითარებაა "აზოვსტალის"  ქარხნის ქვეშ. მოხერხდება თუ არა დღეს ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია, უცნობია. 

პარალელურად, მარიუპოლის მერი მსოფლიოს მიმართავს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის. მისი თქმით, არ არსებობს გარანტია, რომ პუტინის შემდეგი სამიზნე სხვა რომელიმე ქვეყანა არ აღმოჩნდება. 

მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს, რადგან დღეს ჩვენ ვართ უზარმაზარო ომის ზღურბლთან. უნდა გვესმოდეს, რომ პუტინი ოცნებობს, უკრაინაზე მეტი მიიღოს, დაიპყროს. ჩვენ ეს გვესმის. ვინ იცის, იქნებ არ აპირებს ჩვენს სახელმწიფოზე, ჩვენს საზღვრებთან გაჩერებას? ვინ იცის, რომ არ წავა და პოლონეთს და ბალტიისპირეთს არ დაიპყრობს. ეს არის უზარმაზარი, დამანგრეველი, სასტიკი ომი, რომელიც კლავს ათი ათასობით მშვიდობიან მოქალაქეებს, მსოფლიო ამის შესაჩერებლად უნდა გაერთიანეს. ჩვენს ქვეყანას შანსი სჭირდება და იარაღი, ბევრი მამაცი ჯარისკაცი ისედაც გვყავს, ვისაც შეუძლია და მზადაა, უკრაინა დაიცვას, - ამბობს ვადიმ ბოიჩენკო. 

მსგავსი სიახლეები