"ანგარები დგას და ბიჭები გვამებს იქ ყრიან" - ოკუპანტის მორიგი აღიარება
რუსი ჯარისკაცები დემორალიზებულები არიან და ბრძოლის ველიდან გარბიან. ვრცელდება სულ უფრო მეტი მტკიცებულება, რომ ოკუპანტებს უკრაინაში ომი არ სურთ და არც ის იციან, რისთვის იბრძვიან.
რუსული ჯარის მდგომარეობის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მორიგ აუდიომტკიცებულებას აქვეყნებს. სატელეფონო საუბარში რუსი სამხედრო ამბობს, რომ რუსულ ჯარში სრული განუკითხაობაა და ძალიან დიდი დანაკარგები აქვთ.
წარმოიდგინე, ანგარები დგას და ბიჭებს გვამები მოაქვთ და იქ ყრიან. რუსი ჯარისკაცების... არ იციან ვინ ვინაა. არავინ ასხვავებს. 5-6 რიგად ყრიან. წარმოიდგინე, არც იციან, ვინ ვინაა. განუკითხაობაა, საერთოდ ვერ გაიგებ, რა ხდება. რისთვის ვომობთ, რატომ ვომობთ. გვეუბნებიან „წინ, წინ“, მერე გვეუბნებიან “გაჩერდით", მერე ‘წინ“, ისევ „გაჩერდით!“ 67 კაცი გვყავდა, 10 დარჩა, - ამბობს რუსი ჯარისკაცი.