დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ომის დანაშაულების გამოსაძიებლად ჯგუფს აგზავნის
დიდი ბრიტანეტი უკრაინაში ომის დანაშაულების გამოსაძიებლად ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფი უკრაინის მთავრობას მტკიცებულებების შეგროვებაში დაეხმარება, მათ შორის ისეთი დანაშაულების გამოძიებაში, როგორიცაა გაუპატიურება.
ჩვენ გვინდა, ვიხილოთ სამართლიანობა უკრაინელი ხალხის მიმართ, ჩვენ ვნახეთ ჩადენილი საშინელი სამხედრო დანაშაულები: გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა. უკრაინაში ვაგზავნით საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან ერთად იმუშავებს. გაუპატიურება ამ ომში იგივეა, რაც იარაღის გამოყენება ქალების დასამორჩილებლად, ერის განადგურების მიზნით. ეს უნდა შეჩერდეს", - ამბობს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი.