რუსეთმა უკრაინაში 7,5 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტები გაუშვა - Forbes

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 1300 რაკეტა გაუშვა, რომელთა საერთო ღირებულება 7,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes ავრცელებს.
გამოცემა ეყრდნობა უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 235 რაკეტა Калибр-ი გაუშვა. გარდა ,,კალიბრისა", რუსებმა გამოიყენეს აგრეთვე ანალოგიური რაოდენობის Искандер-ის, Точка-У-სა და X კლასის რაკეტებიც, მათი ღირებულება გამოცემა Forbes-ის გათვლებით ასე გამოიყურება
Точка-У -300 ათასი დოლარი
Калибр 6,5 მილიონი დოლარი;
Х-101 კლასის რაკეტა კი გაცილებით ძვირია, ვიდრე Калибр-ი.
საერთო ჯამში ყველა გაშვებული რაკეტის ღირებულებამ 7,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, რუსეთს რაკეტების მარაგი გაუნახევრდა.