ხარკოვში ოკუპანტებმა 27 წლის უკრაინელი მედიკოსი აწამეს და მოკლეს

ხარკოვში, იზიუმის რაიონში, რუსმა ოკუპანტებმა აწამეს და მოკლეს 27 წლის ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში როგორც მედიკოსი, ისე მონაწილეობდა. ამის შესახებ ხარკოვის ეროვნული პოლიციის უფროსმა, სერგეი ბოლვინოვმა, განაცხადა.
რაც შორს შედიან და ათავისუფლებემ ჩვენი თანამებრძოლები ოკუპირებულ ტერიტორიებს, მით უფრო მეთ საშინელებებს ვაწყდებით. დასახლება გუსაროვკაში აღმოჩენილია 27 წლსი მამაკაცი, რომელიც იყო მედიცინის მუშაკი და მონაწილეობდა ანტიტერორისტულ ოპერაციებში, როგორც ექიმი. მის სხეულზე აღმოჩენილია უამრავი ცეცხლნასროლი ჭრილობა, მას დახვრეტილი ჰქონდა მუხლები, გააჩნდა თავის ტრამვა და სიკვდილის მიზეზად გულში გამავალი ჭრილობა აღმოჩნდა.
გარდა ამისა, უკრაინელმა სამართალდამცველებმა გუსაროვკასა და შეველოვკის მიდამოებში იპოვეს ოკუპანტების მიერ დაცხრილული ავტომობილი, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა. დედა, მამა და 3 წლის შვილი გარდაცვლილი იყო.