გენოციდი უკრაინაში - კიევის ოლქში, მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც 900-მდე ცხედარი იყო
უკრაინის სამართალდამცველებმა კიევის ოლქში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც 900-მდე ცხედარი იყო. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერმა ზელენსკიმ განაცხადა. დაკარგულებს და დაღუპულებს ზელენსკის ცნობით, ამ დრომდე ეძებენ.
ისინი მალავენ კვალს, ბევრი დაწვეს, ახლა ისევ ვიპოვეთ 900 ცხედარი კიევის ოლქში. რამდენი ადამიანი დაიღუპა საერთო ჯამში - არავინ იცის. ამას შედეგები მოჰყვება, იქნება გამოძიება, იქნება მოსახლეობის აღწერა. ხომ უნდა ვიპოვოთ ყველა ადამიანი, არ ვიცით რამდენია", - განაცხადა ზელენსკიმ პოლონელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.