მოლდოვამ საკუთარ მომავალზე და უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს - კრემლის მორიგი მუქარა

30.04.22 11:19
მოლდოვამ საკუთარ მომავალზე და უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს - კრემლის მორიგი მუქარა

კრემლი ისევ იმუქრება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოლდოვა საკუთარ მომავალზე უნდა ღელავდეს, რადგან NATO „ალიანსში მის ჩათრევას“ ცდილობს.  რუსეთის საგარეო მინისტრმა "ალ არაბიასთან" ინტერვიუში კითხვაზე, მოლდოვას აქვს თუ არა სანერვიულო უკრაინაში "რუსეთის სპეციალური ოპერაციის გამო", განაცხადა, რომ მოლდოვამ საკუთარ მომავალზე უნდა იღელვოს.

ლავროვი ისევ ნატოს აკრიტიკებს და ალიანსის წევრებს ურჩევს უკრაინას შეიარაღება არ მიაწოდონ. 

მოლდოვამ სკაუთარ მომავალზე უნდა იდარდოს, რადგან მათ ნატოში ითრევენ და მე არ ვფიქრობ, რომ ეს მოლდოვას უსაფრთხოებას დაეხმარება. მათ იარაღით გატენეს კიევის რეჟიმი, გაწვრთნეს და შეაიარაღეს უკრაინის არმია და ნაციონალისტური ბატალიონები და განახორციელეს ტერიტორიის სამხედრო-პოლიტიკური განვითარება. ისინი ხელს უწყობდნენ კიევის ანტირუსულ კურსს. ნატოს ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, რომ არ დაუშვან ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები უკრაინელებს სჭირდებათ არა სტინგერები დ აჯაველინები, არამედ ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრა", - თქვა სერგეი ლავროვმა. 

მსგავსი სიახლეები