ანჯელინა ჯოლი უკრაინაში ჩავიდა (ვიდეო)
ანჯელინა ჯოლი უკრაინაში ჩავიდა, მსახიობი ლვოვში, ერთ-ერთ კაფეში დააფიქსირეს. უკრაინული მედიის ცნობით, მისი ვიზიტის მიზანი ომში მყოფი უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაა.
ცნობისთვის, ოსკაროსანი მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდებოდა და უკრაიონელი ხალხის მიმართ სოლიდარობას ხშირად გამოხატავდა.
როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის. ჩემი და ჩემი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კოლეგების მთავარი საფიქრალი, არის ის, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა დაცული იქნეს ადამიანის ძირითადი უფლებები რეგიონში.
ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ და იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც უსაფრთხოების გამო საკუთარი სახლები დატოვეს,“ - წერდა ანეჯელინა ჯოლი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მალევე.