დიდ ბრიტანეთს პუტინის გეგმების ჩაშლა სურს - ჯონსონი

01.05.22 08:49
დიდ ბრიტანეთს პუტინის გეგმების ჩაშლა სურს - ჯონსონი

ლონდონი კიევისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას განაგრძობს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა "ტვიტერზე" დაწერა. ბორის ჯონსონმა ხაზი გაუსვა, რომ დიდ ბრიტანეთს პუტინის გეგმების ჩაშლა სურს.

ამის გარდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბორის ჯონსონმა სატელეფონო საუბრისას მარიუპოლიდან დაჭრილების და მშიდობიანი მოქალაქეების გაყვანის საკითხიც განიხილეს. 

ბორის ჯონსონთან თავდაცვის კუთხით მხარდაჭერის და ომის შესაჩერებლად აუცილებელ ძალისხმევებზე ვისაუბრეთ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში. 

მსგავსი სიახლეები