"აზოვსტალი" სრულად განადგურებულია - სოციალურ ქსელში სატელიტური კადრები ვრცელდება

"აზოვსტალის" ქარხანა, სადაც მარიუპოლის მცველები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან, სრულად განადგურებულია. ფაქტის ამსახველ სატელიტურ კადრებს Maxar Technologies ავრცელებს.
თანამგზავრით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ქარხნის სახურავი ჭურვებისგან არის დახვრეტილი. თითქმის მთელი შენობა ნანგრევებად არის ქცეული.
შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს ბლოკირებული ქარხნიდან 20-მდე მშიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიუხედავად, "აზოვსტალში" ათასობით უკრაინელი სამხედრო რჩება, მათ შორის, 600 დაჭრილია.