რუსეთი დიდი დანაკარგებისთვის ემზადება, ათასობით სამხედრო დაიღუპება - ზელენსკი

01.05.22 09:20
რუსეთი დიდი დანაკარგებისთვის ემზადება, ათასობით სამხედრო დაიღუპება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი რუს სამხედროებს მოუწოდებს, არ წავიდნენ უკრაინაში საომრად. ვოლოდიმირ ზელენსკი მათ აფრთხილებს, რომ ომში წასვლის შემთხვევაში  სიკვდილი ელოდებათ და ეს რუსმა მეთაურებმა და გენერლებმა კარგად იციან. 

რუსეთი ახალი დიდი დანაკარგებისთვის ემზადება. იმ დანაყოფებში, რომლებიც სრულად განადგურდა, ან დანაკარგების გამო მნიშვნელოვნად შემცირდა, მარტსა და აპრილში ახალი ადამიანებით ავსებენ. მათ სუსტი მოტივაცია და საბრძოლო გამოცდილება აქვთ. მათ უბრალოდ საჭირო რაოდენობის მოგროვება სურთ, რათა შეტევაზე ეს დანაყოფები გაუშვან. ბრძანების გამცემებს კარგად ესმით, რომ უახლოეს კვირეებშ ათაოსბით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრება. რაშ სჭირდებათ ეს რუს სამხედროებს, მათ ახლობლებს?   რუსი მეთაურები იტყუებიან, როდესაც თავიანთ სამხედროებს უარის შემთხვევაში სერიოზული პასუხისმგებლობით ემუქრებიან. ამასთან, არ ეუბნებიან, რომ რუსული არმია ცხედრების მაცივრებს იმარაგებენ. არც იმას უყვებიან, რა გეგმიურ დანაკარგებს ელოდებიან გენერლები. თითოეულ რუს ჯარისკაცს ჯერ კიდევ შეუძლია თავის გადარჩენა. თქვენთვის უკეთესია რუსეთში ცოცხლები გადარჩეთ, ვიდრე ჩვენს ტერიტორიაზე დაიღუპოთ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.