უკრაინელების გენოციდის შემზარავი ფაქტები - ბუჩას რაიონში ახალი სამარხი აღმოაჩინეს

01.05.22 11:13
უკრაინელების გენოციდის  შემზარავი ფაქტები - ბუჩას რაიონში ახალი სამარხი აღმოაჩინეს

უკრაინელების გენოციდის ახალი შემზარავი ფაქტები და ომის დანაშაულის მორიგი მტკიცებულება - უკრაინელმა სამართალდამცავებმა ბუჩას რაიონში ახალი სამარხი აღმოაჩინეს. ნაპოვნია სამი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, რომლებიც ნაწამები არიან. გვამებს ტანსაცვმელი სისხლით აქვს დასვრილი, ხელები შეკრული  და თვალები ახვეული აქვთ. მამაკაცებს ნატყვიარები ყურებსა და ფეხების არეში აღენიშნებათ.

კიევის რეგიონის პოლიციის უფროსის ანდრეი ნებიტოვის ცნობით, ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს დიდი ხნის განმავლობაში აწამებდნენ. 

გუშინ სოფელ მირონეცკში სამწუხაროდ, კიდევ ერთი საშინელება აღმოვაჩინეთ - ხალხის მასიური სამარხი. სამი მამაკაცი ვიპოვეთ ტყის ზოლთან, სადაც რუსეთის ფედერაციის არმია იყო განთავსებული. ისინი აწამეს. სამწუხაროდ, თითოეულ მათგანს კიდურებში ტყვიით მიყენებული ჭრილობები აქვს, თალები ახვეული ჰქონდათ. ეს არის ბუჩას ისტორიები, რომელიც ყველაზე დიდი სისასტიკის მომსწრე გახდა. ეს არის კიდევ ერთი დანაშაულის დაფიქსირებული შემთხვევა, რომელიც კიევის ოლქის ტერიტორიაზე მოხდა. მინდა მოგახსენოთ, რომ ექსპერტ-კრიმინალისტების სამუშაო პროცესის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების 1202 ცხედარი შეამოწმეს, რომლებიც აწამეს და არაადამიანურად მოკლეს, - განაცხადა ნებიტოვმა.