იერიშები ოდესაზე - განადგურებულია აეროპორტის ასაფრენი ზოლი

01.05.22 11:32
იერიშები ოდესაზე - განადგურებულია აეროპორტის ასაფრენი ზოლი

ოკუპანტებმა ოდესა დაბომბეს. ქალაქზე სამი იერიში აგრესორებმა დროებით ოკუპირებული ყირიმიდან განახორციელეს. განადგურებულია ოდესის აეროპორტის ასაფრენი ზოლი. 

დღეს მტერმა თავდასხმა განახორციელა დროებით ოკუპირებული ყირიმიდან, სარაკეტო კომპლექს "ბასტიონიდან" . ოდესის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი სრულად განადგურებულია, - ამბობს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.