რუსეთი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას გეგმავდა - უკრაინამ ტერაქტი აღკვეთა

01.05.22 15:29
 რუსეთი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას გეგმავდა - უკრაინამ ტერაქტი აღკვეთა

რუსეთის მორიგი პროვოკაცია - უკრაინის უშიშროების სამსახურმა ტერაქტი აღკვეთა.  ირკვევა, რომ რუსეთის გენერალური შტაბის აგენტები სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას გეგმავდნენ. ოპერაცია რუსეთის ან ბელარუსის  ტერიტორიაზე უნდა განხორციელებულიყო, შემდეგ კი მომხდარი უკრაინისთვის  გადაებრალებინათ. 

უკრაინის უშიშროების სამსახურის სპიკერის ცნობით, თითმფრინავის ჩამოგდება საზენიტო-სარაკეტო სისტემა "Stinger"-ით უნდა მომხდარიყო.

ამ დროისათვის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რათა ტერაქტის მონაწილეები და ორგანოზატორები პასუხისგებაშ იქნენ მიცემულები.