უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსი გენერალი, ვალერი გერასიმოვი დაჭრეს

უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსი გენერალი ვალერი გერასიმოვი დაჭრეს. ის რუსეთის გენერალური შტაბის უფროსიცაა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, როდესაც უკრაინელებმა იზიუმთან რუსეთის სამეთაურო შტაბი დაიბომბეს. დაიღუპა 100-მდე სამხედრო, 20-მდე მაღალი რანგის სამხედრო კი დაჭრილია.