"ოკუპანტები ტყვეებს სასტიკად სცემდნენ" - საზარელ ფაქტებს უკრაინის სახალხო დამცველი ასაჯაროებს
რუსი ოკუპანტები უკრაინელებს აწამებდნენ და რუსული ენის სწავლას აიძულებდნენ. იინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ტყვეობიდან გათავისუფლებული მოქალაქეების ჩვენებების საფუძველზე ავრცელებს. ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, რუსები უკრაინელებს დღეში რამდენჯერმე ჰკითხავდნენ, რის შემდეგაც სასტიკად სცემდნენ და სთხოვდნენ ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, სადაც ტყვების მიმართ კარ მოპყრობაზე იყო საუბარი.
უკრაინის სახალხო დამცველი ასევე ყვება, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს რუსები წყლით სავსე ჩექმების ჩაცმას და ისე სიარულს აიძულებდნენ. იყო შემთხვევებიც, როდესაც ტყვეებს სიცივეში პირქვე აწვენდნენ და ამ მდგომარეობაში მათ რამდენიმე დღე უნდა გაეტარებინათ.