"გამოვთქვამთ მზადყოფნას გავხდეთ ადამიანური ფარი" - "აზოვის" ბატალიონის ცოლები

01.05.22 17:20
"გამოვთქვამთ მზადყოფნას გავხდეთ ადამიანური ფარი" - "აზოვის" ბატალიონის ცოლები

აზოვის ბატალიონის მებრძოლების ცოლები "აზოვსტალიდან" ქმრების გამოსაყვანად ადამიანური ფარის შექმნას გეგმავენ. ისინი მზად არიან საკუთარი ძალებით დერეფნის მოაწყონ და საერთაშორისო დელეგაცია დაიცვან.

მშვიდობიანი აქცია "აზოვის" ბატალიონის მებრძოლების ცოლებმა,დედებმა და დებმა კიევის ცენტრში მოაწყვეს. მათ თქმით, საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ სულ უფრო ცოტა ინფორმაციას ფლობენ. იციან მხოლოდ ის, რომ მარიუპოლის მცველებს საკვების და მედიკამენტების დეფიციტი აქვთ და დახმარებას საჭიროებენ. 

მცველების ცოლები გაეროს და სხვა საერთაშორიოს ორგანიზაციებს მიმართავენ.

მამაჩემი, ჩემი ქმარი და მისი ძმა, ჩემი დის ქმარი მარიუპოლში არიან. ისინი "აზოვის" ბატალიონის წევრები არიან და ახლაც "აზოვსტალშ" ფოლადის ქარხანაში იმყოფებიან. ისინი იქ ბლოკადირებული არიან. ვიცი, მათ საკვები ეწურებათ და არ აქვთ მედიკამენტები. არიან დაშავებულები, - ამბობს "აზოვის" მებრძოლის ცოლი. 

 

მსგავსი სიახლეები