უმძიმესი დღე-ღამე ლუგანსკში - ოკუპანტებმა რეგიონზე 20-მდე იერიში მიიტანეს

02.05.22 10:37
უმძიმესი დღე-ღამე ლუგანსკში - ოკუპანტებმა რეგიონზე 20-მდე იერიში მიიტანეს

უმძიმესი დღე-ღამე ლუგანსკში - ოკუპანტებმა რეგიონზე 20-მდე იერიში მიიტანეს. დაღუპულია 3 ადამიანი, კიდევ 2 დაჭრილია. დაბომბვების შედეგად 28 სახლი დაინგრა. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

სერგეი გაიდაიმ ასევე აღნიშნა, რომ  უწყვეტმა დაბომბვებმა ევაკუაცია შეაფერხა. 

უმძიმესი დღე-ღამე იყო. ძლიერი და უწყვეტი დაბომბვების გამო სრულყოფილი ევაკუაცია ვერ განხორციელდა. 3 ადამიანი დაიღუპა, ბევრი სახლი დაინგრა. სულ ცოტა 12 სახლი ორეხოვოში განადგურდა, 4 გორსკში, - ამბობს გაიდაი.