რუსეთმა უკრაინაში სახმელეთო შეიარაღებული ძალების 65% გააგზავნა - ბრიტანული დაზვერვა

02.05.22 10:55
რუსეთმა უკრაინაში  სახმელეთო შეიარაღებული ძალების  65% გააგზავნა - ბრიტანული დაზვერვა

რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში 120 ტაქტიკური ბატალიონის დაჯგუფება უკვე გააგზავნა, რაც მისი სახმელეთო შეიარაღებული ძალების  65% შეადგენს. ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სავარაუდოდა, რომ აღნიშნული დანაყოფების მეოთხედზე მეტი ბრძოლისუუნაროა. რუსეთის ფედერაციას აღნიშნული ძალების აღსადგენად წლები დასჭირდება.

რუსეთის ზოგიერთმა ელიტურმა დანაყოფმა, მათ შორის, საჰაერო სადესანტო ჯარებმა, დიდი დანაკარგი ნახეს. სავარაუდოა, რუსეთს აღნიშნული ძალების აღსადგენად წლები დასჭირდება, - განაცხადეს ბრიტანულ დაზვერვაში.