მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა - "აზოვსტალის" ბუნკერებიდან მოქალაქეები გამოჰყავთ

ორთვიანი იზოლაციის შემდეგ ადამიანები "აზოსვატალის" ბუნკერებიდან გამოჰყავთ - საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ რუსეთმა ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა. ომის დაწყებიდან პირველად მარიუპოლში ყველაზე ხანგძლივი ცეცხლის შეყვეტა გამოცხადდა და მოქალაქეების გამოყვანა დაიწყო.
მხოლოდ გუშინ ბლოკირებული ქალაქიდან 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს. პროცესს წითელი ჯვარი აკვირდება.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მწვანე დერეფნის გასახსნელად უკრაინის მტავრობას მცდელობა არ დაუკლია.
დღეს საბოლოოდ მოვახერხეთ „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია. მრავალკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მრავალი მსცდელობების შემდეგ შეხვედრების, მოწოდებების და წინააღმდეგობების შემდეგ. არ ყოფილა დღე, რომ არ გვეცადოს გამოსავლის პოვნა, რომელიც გადაარჩენდა ჩვენს ხალხს. დღეს ომის დღეებში პირველად დაიწყო მუშაობა ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის დერეფანმა. პირველად მოხდა ორდღიანი რეალური ცეცხლის შეწყვეტა. 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე უკვე ევაკუირებულია, ქალები და ბავშვები, რომლებიც იქ საომარ მოქმედებებს გაექცნენ „აზოვსტალის“ ქარხანაში. პროცესის ყველა სირთულის გათვალისწინებით პირველი ევაკუირებული პირები ზაპოროჟიეში ხვალ დილით ჩავლენ. ჩვენი გუნდი მათ იქ შეხვდება. იმედი მაქვს, ხვალ ყველა აუცილებელი პირობა დაკმაყოფილდება, რათა გავაგრძელოპთ ხალხის ევაკუაცია მარიუპოლიდან. დილის 8 საათზე ვგეგმავთ ევაკუაციის განახლებას, - ამბობს ზელენსკი.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუშინ ევაკუაციის შემდეგ რუსეთმა "აზოვსტალზე" იერიშები განაახლა. „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი ამბობს, რომ ქარხანაში ჯერ ისევ იმყოფებან დაჭრილი სამხედროები.
ქარხანაში ჯერ კიდევ არიან დაჭრილები. ჯერ არ მომხდარა მათი ევაკუაცია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ისინი აქედან ევაკუირებულები იქნებიან. მათი მდგომარეობა მძმეა. გამოჯანმრთლებეისთის სათანადო მკურნალობა, სათანადო კვებას საჭიროებენ. „აზოვსტალის“ ქარხანაშ ნანგრევების ქვეშ უფრო მეტი ადმაიანია: არიან მოხუცები, ქალები და ბავშვები. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ ევაკუაცია-ოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად გაგრძელდევბა, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მტავრობა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეძლებს ჩვენი დაშავებული მებრძლების გადარჩენას. სინამდვილეშ მარიუპოლის დაცვა ჩენი მტრისთსი ჩიხია, რადგან მტერი რესურსის დაკარგვით დაიღალა. მათ არ სურთ ჯარისკაცების დაკარგვა და ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობას. ასე რომ, ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი ჩვენი ევაკუაციაა. აქვს თუ არა აზრი ამ ხოცვა-ჟლეტის გაგრძელებას?, - ამბობს პალამარი.
განახლდა თუ არა დღეს დილიდან ბლოკირებულ ქალაქში ჰუმანიტარული დერეფანი ჯერჯერობით უცნობია.