ათი უხეირო მცდელობა - პუტინმა ზელენსკის ლიკვიდაცია ათჯერ დაგეგმა

02.05.22 11:33
ათი უხეირო მცდელობა - პუტინმა ზელენსკის ლიკვიდაცია ათჯერ დაგეგმა

უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაციას რუსეთის სპეცსამსახურები ათჯერ გეგმავდნენ. ამის შესახებ ვოლოდიმერ ზელენსკიმ ავსტრალიური "60 წუთისთვის"  მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ზელენსკი ამბობს, რომ საკუთარ თავზე მეტად უკრაინელი ხალხის მდგომარეობას განიცდის. 

ეს არც ისე ბევრია.  თავდასხმის ათი მცდელობა. მხოლოდ 10 ადამიანია იყო, რომლესაც ეს სურდა და არც ისე საშიშია ჩემთვის. მე ვფიქრობ, რომ რუსეთის პრეზიდენტს უფრო დიდი პრობლემები აქვს თუ ვიმსჯელებთ მისი და მთელი მსოფლიოს დამოკიდებულებების შესახებ. ის, რაც გადავიტანეთ და გადაგვაქვს ჩვენ ყველას, როცა ადამიანები არიან სარდაფებში მათ აწამებენ და უკრაინელებს პოულობენ ჭებში, ვფიქრობ, პირადად მე ნაკლებად საშიში მდგომარეობა მაქვს. უფრო მეტად ვდარდობ ჩვენს ხალხზე, განსაკუთრებით მათზე, ვინც ახლობლები დაკარგა, - განაცხადა ზელენსკიმ. 

მსგავსი სიახლეები