"ჩვენ არ ვითხოვთ ზელენსკისგან დანებებას" - კრემლი უკან იხევს

02.05.22 11:44
"ჩვენ არ ვითხოვთ ზელენსკისგან დანებებას" - კრემლი უკან იხევს

უკრაინასთან ომში დიდი დანაკარგების შემდეგ კრემლი უკან იხევს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვი ამბობს, რომ უკრაინაში რეჟიმის შეცვლა რუსეთის მიზანს არ წარმოადგენს. მისი თქმით,  მოსკოვი ზელენსკის მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებას და წინააღმდეგობის შეწყვეტას სთხოვს.

ჩვენი სამხედროები ხელოვნურად არ მოახდენენ თავიანთი ქმედების რაიმე თარიღთან მორგებას, მათ შორის, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით. ჩვენ საზეიმოდ აღვნიშნავთ ჩვენს გამარჯვებას, მაგრამ იმის დრო და სიჩქარე, რაც უკრაინაში ხდება, დამოკიდებული იქნება მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი ჯარისკაცების რისკების მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობაზე. ჩვენ არ ვითხოვთ ზელენსკისგან დანებებას, ჩვენ ვითხოვთ, რომ გასცეს ბრძანება, გაათავისუფლოს  ყველა მშვიდობიანი მოქალაქე და შეწყვიტოს წინააღმდეგობა. ჩვენი მიზანი არ არის უკრაინაში რეჟიმის შეცვლა. ეს ამერიკული სპეციალობაა. ისინი ამას მთელ მსოფლიოში  აკეთებენ, - განაცხადა ლავროვმა. 

მსგავსი სიახლეები