თურქეთი ყველა ღონეს მიმართავს რუსეთის და უკრაინის ლიდერების შესახვედრად - ერდოღანი

02.05.22 13:29
თურქეთი ყველა ღონეს მიმართავს რუსეთის და უკრაინის ლიდერების შესახვედრად - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან  შეხვედრას გეგმავს. როჯეფ ერდოღანი ამბობს, რომ უკრაინის და რუსეთი ლიდერების შესახვედრად ძალისმხვეას არ დაიშურებს. მისი თქმით, უკრაინის  აღმოსავლეთის საკითხი თურქეთში განიხილება და გადაწყდება. 

ალბათ ამ კვირაში გვექნება მოლაპარაკებები ბატონ პუტინთან. მაინტერესებს როგორ დავაჩქაროთ ევაკუაცია მაგალითად მარიუპოლში. როგორ ვიპოვოთ ამ საკითხის გადაწყვეტა და შევეცდებით ამის გაკეთებას. უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაციის შესამსუბუქებლად გასადადგმელი ნაბიჯების გადაწყვეტის ადგილი ანკარა ან სტამბოლი იქნება. თურქეთი ყველა ღონეს მიმართავს რუსეთის და უკრაინის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის, - განაცხადა ერდოღანმა. 

მსგავსი სიახლეები